გოგი თოფაძე: ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა ჩემი შვილიშვილი, დანა 4-ჯერ აქვს დარტყმული

გამთენიისას, ლისის ტბის მიმდებარედ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე, დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მასთან ერთად დაჭრილია მეორე პირიც.

როგორც გოგი თოფაძე აცხადებს, დაჭრილის მდგომარება მძიმეა.

“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4 დანა დაარტყა. ახლა ვართ საავადმყოფოში, უკეთდება ოპერაცია და შეიძლება მეორე ოპერაციაც დასჭირდეს. ნასვამი იყო ის პირი. არ ვიცი ვიღაცა მოსწონდა თუ ვიღაცა სხვა ქალი ყავდა, არ ვიცი… ვიცი რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და მთელი პოლიციამ იცის რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – განაცხადა გოგი თოფაძე “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად