689 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ლიბანი ანტირეკორდს ამყარებს

ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ლიბანში კოვიდინფიცირების 689 შემთხვევა გამოვლინდა, 128-ით მეტი, ვიდრე გუშინ და 161-ით მეტი 21 აგვისტოს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე.

აღსანიშნავია რომ 6 აგვისტოდან დღემდე ლივანში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა 13-ჯერ დაფიქსირდა.

სულ, 21 თებერვლიდან დღემდე ლიბანში კორონავირუსით ინფიცირების 14 937 შემთხვევაა გამოვლენილი.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, 6-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

სულ, ლივანში კორონავირუსით 146 კაცია გარდაცვლილი.

ლიბანში, ინფიცირების შემთხვევები ივლისში 1778-დან 4555-მდე, 2777-ით ანუ 156%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 34-დან 61-მდე, 27-ით ანუ 79%-ით.

ლიბანში, ივლისში დღეში საშუალოდ 90 ინფიცირება და 0,9 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 27 დღის საშუალო კი 385 ინფიცირება და 3,1 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად