არგენტინაში, COVID-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

არგენტინელმა ექიმებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 4,250 შემთხვევა გამოავლინეს, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, ქვეყანაში 111 160 ადამიანი შეადგინა. მათგან ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბუენოს-აირესის პროვინციაში – 2 734. მას მოჰყვება დედაქალაქი – 1 220 შემთხვევით.

ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 82 პაციენტი. შედეგად, ქვეყანაში დაღუპულტა საერთო რაოდენობამ 2,050 ადამიანი შეადგინა, ხოლო გამოჯანმრთელდა 47,298 პაციენტი.

3 მარტს, არგენტინის ხელისუფლებამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. 20 მარტიდან არგენტინაში, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესდა კარანტინი. ბუენოს-აირესის პროვინციაში და დედაქალაქში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მინიმუმ 17 ივლისამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად