სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

დიდი აფეთქება მოხდა ორშაბათს, სომალის დედაქალაქ მოგადიშუს დატვირთულ ქუჩაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სომალის ეროვნული არმიის საავადმყოფოს მახლობლად, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილის საჭესთან აიფეთქა თავი, რის შემდეგაც დაიწყო სროლა. მონაცემები დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად