მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, 6 ივლისის დილის მონაცემებით, 11,4 მილიონ ადამიანს აღემატება. პანდემია 188 ქვეყანას მოედო. აღნიშნულ მონაცემებზე მოწმობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 11,419,638 ადამიანია დაინფიცირებული. ინფიცირებულთა დღიურმა ზრდამ 203 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა. პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაიღუპა 533,781 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულია 6.1 მილიონზე მეტი ადამიანი.

ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა SARS-CoV-2-ით არის შეერთებული შტატები (2,88 მილიონზე მეტი ინფიცირებული). მეორე ადგილზეა ბრაზილია (1.6 მილიონი ინფიცირებული), მესამე ადგილზე რუსეთი (680.2 ათასი ინფიცირებული).

გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა აგრეთვე რეგისტრირებულია შეერთებულ შტატებში – 129,947 ადამიანი.

8 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ევროპაში, კოროკავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესებულია. თუმცა, ამასთან, მისი თქმით, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსის პრევალენტობაში გაუარესებაა.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავიირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად