გასული 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში COVID-19-ით 45 ათასი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 45 ათსი შემთხვევა გამოვლინდა. ამაზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

აქამდე, სამი დღის განმავლობაში, გადაბმულად, დღიური ზრდა 50 ათასს აჭარბებდა.

მთლიანობაში, აშშ-ში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს შეადგენს, ხოლო გარდაიცვალა 129 ათასი ადამიანი. ამ ეტაპზე, გამოჯანმრთელებულია 894 პაციენტი.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავიირუსი პანდემიად აღიარა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად