ბაღდადში მდებარე აშშ-ს საელჩოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ბაღდადში, დაუდგენელმა პირებმა აშშ-ს საელჩოზე, რომელიც მწვანე ზონაში მდებარეობს, სარაკეტო თა ვდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ Al Аравия იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტების ნაწილის განადგურება Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებმა შეძლეს. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნათქვამია, რომ “მწვანე ზონის” მიდამოებში რამდენიმე ჭურვი დაეცა.

განადგურების, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელენულა.

ბაღდადის მწვანე ზონა არის ტერიტორია, სადაც მდებარეობს მთავრობის და საგარეო დიპლომატიური მისიების შენობები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად