ეკა ბესელია: “ქართულ ოცნებას” გიორგი რურუას გათავისუფლება ადრე თუ გვიან მოუწევს

„მე მაინც მგონია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე დაპირების შესრულება ადრე თუ გვიან მოუწევს”, -ამის შესახებ განცხადება პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია “ფორმულასთან” გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით, “ქართულ ოცნებას” თვითდაზიანების განსაკუთრებული ნიჭი ახასიათებს”

მისი განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ, რაც საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და მისი გათავისუფლება მოხდება.

“რურუას გათავისუფლება მოუწევს იმის ხარჯზე, რომ დღეს რომ ისმის განცხადებები რურუასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნიდან, ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის“, – აცხადებს ესა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად