ტოკიოს დისნეილენდი 1 ივლისს გაიხსნება

დისნეილენდი, რომელიც მდებარეობს ტოკიოს მახლობლად 1 ივლისს გაიხსნება მას შემდეგ, რაც მუშაობა ზამთრის ბოლოს, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა. ამის შესახებ Oriental Land–მა განაცხადა.

დისნეილენდი დახურეს 29 თებერვალს. თავდაპირველად ის 20 აპრილს უნდა გახსნილიყო, მაგრამ მმართველი კომპანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. გასართობი პარკი ტოკიოს გარეუბანში მდებარეობს და 118 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მას ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

იაპონიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ტოკიოში, ზედიზედ მეხუთე დღეა, რაც ყოველდღიურად ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 18,7 ათასი ადამიანია, დაახლოებით 970 კი გარდაიცვალა. ამავე დროს, იაპონიაში პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები უკვე მთლიანად მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად