თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება

პარალამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს საკოსნტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კენჭისყრა იყო სარისკო.

მისივე განმარტებით, დღევანდელი კენჭისყრა იყო ძალიან სარისკო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

„ჩემი აზრით, არასწორად არ მონაწილეობდნენ. მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში და დაკისრებული პასუხისმგებლობა სისრულეში მოეყვანათ, შეთანხმების თავისი ნაწილი შეესრულებინათ. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ რომ ცვლილებები მიგვეღო, რაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია და განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მე და ჩემმა კოლეგებმა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება არ მივეცით ჩაგდების, რისი მცდელობაც ჰქონდათ. ეს ცვლილებები კარგია ქვეყნისთვის, რომ შემდეგ პარლამენტი იყოს დაბალანსებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, 115 ხმა 3-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად