680 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთში 6 დღეში ოთხჯერ დამყარდა ანტირეკორდი

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

პოლონეთში ანტირეკორდის ზედიზედ სამი დღის განმავლობაში დამყარებიდან ორი დღის შემდეგ მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში პოლონეთში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა და 680 დაინფიცირდა.

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეს-მდივან ვოიცეხ ანდრუსევიჩის თქმით, ინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავინდებურად სილეზიის ქვანახშირის შახტებში მომუშავე პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს შორის და მალოპოლსკში და მაზოვიაში ფიქსირდება. 680 შემთხვევიდან 404 ამ სამი რეგიონის, 276 კი დანარჩენი ცამეტი სავოევოდის წილად.

სულ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 48149 და კორონავირუსით გარდაცვალების 1738 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოლონეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 34393-დან 45688-მდე, 11295-ით ანუ 33%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1463-დან 1716-მდე, 253-ით ანუ 17%-ით გაიზარდა.

პოლონეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 364 ინფიცირება და 8,2 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ოთხი დღის საშუალო კი 451 ინფიცირება და 5,5 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად