თურქეთში მომხდარ წყალდიდობას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, თურქეთის პროვინცია ბურსაში. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონში ოთხი დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

წყალდიდობა ბურსას პროვინციაში, კესტელის რაიონში, დუდაკლის, ნარლიდერის, გოლჩუკის, სარიკაიას, კაიჯიკის და აქსუს კვარტლებში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ. 257 ადამიანისგან შემდგარი სამძებრო და სამაშველო ჯგუფი აგრძელებს დაკარგული ოთხი ადამიანის ძებნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად