ტრამპის თქმით, სიეტლში წესრიგი აშშ-ის ეროვნული გვარდიის მობილიზებით დამყარდება

აშშ-ს გუბერნატორს ჯეი ინსლის, სიეტლში წესრიგის აღდგენა აშშ-ს ეროვნული გვარდიის მობილიზებით შეუძლია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

სიეტლის დემონსტრანტებმა აქამდე განაცხადეს, რომ ისინი “ავტონომიურ ზონად” მიიჩნევენ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანს. ადგილობრივი სატელევიზიო არხების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა ბოლო დღეებში, გზებზე ათეულობით კარავი და ბარიერი დაამონტაჟეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობა პოლიციელებს დაატოვებინა. აქციის მონაწილეებმა კი, აღნიშნული შენობა დაიკავეს. მომიტინგეების ნაწილი მოითხოვს, რომ ქალაქის პოლიცია გაუქმდეს, ასევე დასრულდეს შავკანიანთა უფლებების დარღვევა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მომიტინგეებს ანარქისტებად მიიჩნევს და ასევე აკრიტიკებს ქალაქსა და მის ხელისუფლებას უმოქმედობის გამო.

“თუ ისინი ვერ მიიღებენ ზომებს, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ არ დავუშვებთ ანარქისტების მიერ სიეტლის ოკუპაციას. თუ ჩარევა მოგვიწევს, ჩავერევით კიდეც. ეს გუბერნატორმა უნდა გააკეთოს. მის განკარგულებაშია ეროვნული გვარდიის შესანიშნავი მებრძოლები. მას შეუძლია გააკეთოს ეს. ამ გზით, თუ სხვა გზით, ეს საკითხი მოგვარდება.” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად