ესპანეთი, ტურისტებისთვის შესაძლოა 1 ივლისს გაიხსნას

ესპანეთის მთავრობა არ გამორიცხავს, ​​რომ ქვეყანამ ტურისტების მიღება შესაძლოა 1 ივლისიდან დაიწყოს. ამის შესახებ ესპანეთის ტრანსპორტის, მობილურობისა და ურბანული განვითარების მინისტრმა ხოსე ლუის აბალომ განაცხადა.

“მონაცემები პანდემიის შესახებ და ის ტემპები, რომლითაც შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას ვახორციელებთ, იმაზე მოწმობს, რომ ქვეყანა, ტურისტების შესაძლოა 1 ივლისს, ან უფრო ადრე გაიხსნას”, – განაცხადა მან. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს უსაფრთხო მარშრუტების შექმნაზე.

პანდემიის გამო ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ესპანეთში ინფექციის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, გამოვლენილია კორონავირუსის ინფექციის თითქმის 240 ათასი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 27 127 პაციენტი. მარტის შუა რიცხვებში ესპანეთში დაინერგა საგანგებო რეჟიმი ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადების გავრცელების გამო. ამ ეტაპზე კი, ვინაიდან ესპანეთში კორონავირუსის გავრცელება კლებულობს, სამეფოს მთავრობა თანდათანობით ამსუბუქებს შემზღუდავ ზომებს.

ესპანეთში, საზღვარგარეთიდან ჩასულმ ყველა პირმა უნდა გაიაროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. სამეფოს მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ ეს წესი შეიძლება გაუქმდეს 1 ივლისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად