ამერიკულმა სავაჭრო ქსელმა Target, საპროტესტო აქციების გამო, 175 ჰიპერმარკეტი დახურა

ამერიკულმა სავაჭრო ქსელმა Target, საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე, რომელიც აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავისი 175 ჰიპერმარკეტის დროებითი დახურვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ კვირას CNN იუწყება.

“ჩვენი ყურადღება გამახვილდება ჩვენი გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და საზოგადოების აღდგენაზე.” – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN- ის ცნობით, მინესოტაში 71 მაღაზია დაიხურა, კალიფორნიაში კომპანიამ დროებით შეაჩერა 49 ჰიპერმარკეტის მუშაობა, კიდევ 12 დაიხურა ნიუ იორკში და სხვა შტატებში. აღინიშნება, რომ ბოლო დღეებში, ქსელის უამრავი მაღაზია, მიტინგების დროს დაზიანდა.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად