67 საოლქო საარჩევნო კომისიის #95 უბნის დამკვირვებლის მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა

67 საოლქო საარჩევნო კომისიის #95 უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა.

მისი თქმით, მაშინ, როცა სმენას სხვა დამკვირვებელს აბარებდა, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, პოლიეთილენის პარკით ფეხსაცმელი მოჰქონდა, რა დროსაც, გვარამია მას თავს დაესხა და უთხრა, რომ პარკში საარჩევნო სიები ჰქონდა.

“პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა. რა უნდოდა, ვერ გავიგე. მედავებოდა, პარკში სიები გაქვსო. არადა ფეხსაცმელები მქონდა,” – აცხადებს სორდია.

ქალბატონი ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...