658 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთი ზედიზედ მე-3 დღეა ანტირეკორდს ამყარებს

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში პოლონეთში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა 658 დაინფიცირდა.

პოლონეთში ზედიზედ მესამე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება, გუშინწინ პოლონეთში ინფიცირების 615 შემთხვევა აღირიცხა და 8 ივნისის ანტირეკორდი განახლდა, გუშინ კი 657 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

სულ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 46346 და კორონავირუსით გარდაცვალების 1721 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოლონეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 34393-დან 45688-მდე, 11295-ით ანუ 33%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1463-დან 1716-მდე, 253-ით ანუ 17%-ით გაიზარდა.

პოლონეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 364 ინფიცირება და 8,2 გარდაცვალება ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად