ყაზბეგში, სასურსათო პაკეტს ბინაზე 900-მდე სოციალურად შეჭირვებული მოქალაქე მიიღებს

ყაზბეგში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, ხანდაზმულებს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცემათ

მცხეთა-მთიანეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტებისა და სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო. სასურსათო პაკეტს ბინაზე დაახლოებით 900 ბენეფიციარი მიიღებს. ბენეფიციართა შორის არიან სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, ხანდაზმულები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. სურსათის გადაცემის პროცესში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სასურსათო მარაგების გაცემაც დასრულდა. ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად