657 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთი ზედიზედ მეორედ ამყარებს ანტირეკორდს

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში პოლონეთში 657 კაცი დაინფიცირდა, გუშინ დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 42-ით მეტი.

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეს-მდივან ვოიცეხ ანდრუსევიჩის თქმით, ინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სილეზიის ქვანახშირის შახტებში მომუშავე პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს შორის ფიქსირდება, მცირე ნაწილი კი მალოპოლსკში და მაზოვიაში. პოლონეთის სხვა რეგიონებში კი ამ ბოლო პერიოდში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

განვლილი 24 საათის განმავლობაში პოლონეთში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, 8-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა ასაკი 59 წლიდან 91 წლამდეა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 716 და დაინფიცირებულია 45 688 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პოლონეთი მსოფლიოში 46-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 37-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით პოლონეთი ინფიცირებულთა რაოდენობით (1 190) მსოფლიოში 96-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (45) მსოფლიოში 72-ე ადგილზეა.

კორონავირუსი ჩვენთანაა და ასე იქნება მუდამ. თუ ჩვენ არ შევასრულებთ მოთხოვნებს დისტანცირების და სამედიცინო ნიღბის ტარების შესახებ, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, – განაცხადა გუშინ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვოიცეხ ანდრუსევიჩმა.

დღეს მან განაცხადა, რომ ბელშოვიცის და ხვალოვიცის მეშახტეთა შორის ჩატარებული ტესტის შედეგები გამოსასვლელ დღეებში გახდება ცნობილი და წინასწარი ვარაუდით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად