ალექსანდრე გოგინავა: დღის განმავლობაში 100-ზე მეტი, 200-მდე ადამიანების ტესტირება ხდება

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ დღის განმავლობაში 100-ზე მეტი, 200-მდე ადამიანების ტესტირება ხდება. ეს ყოველდღე გრძელდება და მათ უტარდებათ PCR-კვლევა. ჩვენთანაც ვინც ახალი შემოსულები არიან, მათ უტარდებათ ეს კვლევა.

როცა ადამიანი ხვდება სტაციონარში, როგორც საეჭვო შემთხვევა ყველა ასეთ ადამიანს უტარდება ტესტირება და შემდეგ ამის მიხედვით ხდება მათი გადანაწილება და შემდეგი ტაქტიკის დაგეგმვა. COVID-ის მიმღებ კლინიკებში უტარდებათ კვლევები და ეს არის უწყევტი ჯაჭვი. თუ არ აქვს ვირუსი ის მიდის თვითიზოლაციაში ან კარანტინში, თუ უდასტურდება და კორონავირუსის პროვაიდერ კლინიკაშია რჩება და უგრძელდება მკურნალობა, ხოლო თუ ცხელების კლინიკაშია, სადაც მხოლოდ ცხელებისთვის არის, შედეგის მიღების შემდეგ გადმოჰყავთ COVID-ის მიმღებ კლინიკაში. ეს არის მექანიზმი რის მიხედვითაც ხდება პაციენტების განაწილება და ეს გრძელდება ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად