თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ ველოდებით რამდენიმე ასეულ შემთხვევას, მაგრამ მე არ ველოდები რამდენიმე ათასს

“თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, დამოუკიდებლად იმისა, მოგზაურობდით თუ არა, მიმართეთ ექიმს, მაგრამ არა ყველა ექიმს, არა პირველადი რგოლის, ასე ვთქვათ, თქვენი ოჯახის ექიმებს, არამედ დარეკეთ 112-ში და 112 გადაგამისამართებთ სად უნდა მიხვიდეთ.” – ამის შესახებ იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2” -თან განაცხადა.

“და ეს სად რა იქნება, იქნება გეტყვით. საქართველოში იქმნება და ნაწილობრივ შექმნილია 25 ე. წ პირობითად “ცხელების ცენტრი,” პირობითი სახელია ეს. რომლებიც  განსხვავებით იმ 2000 და 3000 ოჯახის ექიმისგან, რომელიც არ არის ბუნებრივი ამისთვის მომზადებული, არც შეიძლება აკადემიურად და არც შეიძლება მენტალურად, იმ 25 ცენტრის მედპერსონალი იქნება სპეციალურად დატრენინგებული და მომზადებული” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ორი ცენტრი ამისთვის უკვე გამოყოფილია, ეს არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თბილისის ზღვაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რადგან 25 სპეციალური ცენტრი კეთდება, ხომ არ ველოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის სერიოზულ ზრდას, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა:

უნდა ველოდოთ, ოღონდ სერიოზულს რას დავარქმევთ სიტყვას, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ჩვენთვის სერიოზული იქნება თუ ათასს გადააჭარბებს. ჩვენ ველოდებით რამდენიმე ასეულ შემთხვევას, მაგრამ მე არ ველოდები რამდენიმე ათასს. ჩვენთვის, შესაძლოა, ესეც სერიოზული გამოწვევა იყოს.

და აი ამ ცენტრებში იქნებიან სპეციალურად დატრენინგებული პერსონალი, და სპეციალურად ეკიპირებული. ტელეფონით შედგება კავშირი. მათ იციან რა კითხვები დაუსვან, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ პაციენტისგან.

უფრო ზუსტად თუ გინდათ, ეს გამოცხადდება. ჯერ რეკავს 144-ზე, ის გადაამისამართებს 112-თან და 112 გადაამისამართებს ცხელების ცენტრში.

პაციენტს ელაპარაკება ძალიან კვალიფიციური ექიმი და ეუბნება მას ყველაფერს. ზოგიერი ადამიანის ბუნება ხომ იცით როგორია? მას შეიძლება არაფერი სჭირდეს, შეიძლება ვიღაცამ რაღაც წაიკითხოს და ეგონოს, რომ კორონავირუსი აქვს. ამიტომ, მოხდება მათი სატელეფონო გამოკითხვა ჯერ. –  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად