მეგრელიშვილი: მარნეულის და ბოლნისის საკონცეტრაციო ბანაკებად გადაქცევის მომხრეები ფაშისტები ხართ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების კარანტინის ზონად გამოცხადებას საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს. იდეის მომხრეებს კი ფაშისტებს უწოდებს.

“მარნეულის და ბოლნისის საკონცეტრაციო ბანაკებად გადაქცევის მომხრეები ხართ ფაშისტები
წერტილი”, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

“დღეს, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გადავიდეს საკარანტინო რეჟიმზე. ეს რაიონები იკეტება” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად