იმნაძე: ტრამპი კორონა ვირუსზე პასუხს 2 დღე ელოდებოდა და ჩვენ 12 საათში გვაქვს პასუხი

უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ მოდით, ყველანი რეალისტები ვიყოთ და ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „მოამბესთან“.

მისი თქმით,  “დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს 2 დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს.”

„რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, მისი ყველაზე უკეთესი გამოყენების გამოცდილება კორეას აქვს და რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაავადების გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც გავრცელება გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება და საზოგადოებაში ინფექცია გაჩნდება, შეიძლება, გამოვიყენოთ ის ტაქტიკა, რომელიც კორეამ გამოიყენა, რათა საზოგადოებაში გავრცელების დროს შემთხვევები დროულად აღმოვაჩინოთ“, –  განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად