თალაკვაძე: ამ მომენტისთვის, არცერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში

“ამ მომენტისთვის, არცერთი პარლამენტარი და არცერთი პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არა აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას.”

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მომდევნო 12 საათის განმავლობაში, გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას.

“საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და ევროპაში რჩება  ერთერთ ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი გავრცელება, რაც იმედის მომცემია. ამ შედეგების შენარჩუნებას სჭირდება ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურებისა და საზოგადოებას შორის სრული თანამშრომლობა”- განაცხადა არჩილ ტალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში  ჩართულ ყველა სახწელმწიფო სტრუქტურას და  სამედიცინო პერსონალს.

 

 

კომენტარები
იტვირთება...