64 წლის ტაილანდელი კჰუნ ადის ეზო სამეფო კობრებმა პაემნის ადგილად შეარჩიეს (ვიდეო)

სამმეტრიანმა სამეფო კობრებმა ერთმანეთთან შეხვედრის ადგილად ტაილანდელი პენსიონერის ეზო შეარჩიეს.

64 წლის ტაილანდელი კჰუნ ადმა ეზოში გაზონის ბალახის გაკრეჭვის დროს ორი სამეფო კობრა შენიშნა. იგი მალე დარწმუნდა, რომ კობრები ერთმანეთის ალერსით იყვნენ დაკავებულები და მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ.

კჰუნ ადმა მეზობლებს უხმო და მათთან ერთად განაგრძო სამეფო კობრებზე დაკვირება. კობრები დაახლოებით ნახევარი საათი ეალერსებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი დაიღალნენ და კჰუნ ადის ეზოდან გაურკვეველი მიმართულებით გასრიალდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად