628 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ლიბანი 8 დღის განმავლობაში 7-ჯერ ამყარებს ანტირეკორდს

ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ლიბანში კოვიდინფიცირების 628 შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 23-ით მეტი. აღსანიშნავია რომ 6 აგვისტოდან დღემდე ლივანში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა 12-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო 14 აგვისტოდან დღემდე კი 7-ჯერ.

სულ, 21 თებერვლიდან დღემდე ლიბანში კორონავირუსით ინფიცირების 11 580 შემთხვევაა გამოვლენილი.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა. სულ, ლივანში კორონავირუსით 116 კაცია გარდაცვლილი.

ლიბანში, ინფიცირების შემთხვევები ივლისში 1778-დან 4555-მდე, 2777-ით ანუ 156%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 34-დან 61-მდე, 27-ით ანუ 79%-ით.

ლიბანში, ივლისში დღეში საშუალოდ 90 ინფიცირება და 0,9 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 21 დღის საშუალო კი 335 ინფიცირება და 2,6 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად