ესპანეთში ქარიშხალ “გლორიას” მინიმუმ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის აღმოსავლეთით, ძლიერ ქარიშხალ “გლორიას” მინიმუმ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,-ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

სტიქიის შედეგად სამი კაცი და ერთი ქალი სხვადასხვა პროვინციაში დაიღუპა. ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილი დაზარალდა.

ქარიშხლის გამო, “ალიკანტეს” აეროპორტი დაიხურა, რომელიც ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ქარიშხლის გამო, ესპანეთის 30-ზე მეტ პროვინციაში განსაკუთრებული მობილიზებაა. ამინდის პროგნოზის თანახმად, რეგიონში ქარის სიჩქარე 115 კმ / სთ-ს მიაღწევს.

როგორც Associated Press აღნიშნავს, ესპანეთში ქარიშხლის გამო, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ბევრი სკოლა უნდა დაიხუროს. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ სანაპირო ქალაქებში ქარიშხლისა და დიდი ტალღების გამო, ბევრი მაღაზია და რესტორანი დაზიანდა.

ამჟამად, ქარიშხალმა საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში გადაინაცვლა. როგორც BBC News-ი წერს, რეგიონში პოლიციისა და მეხანძრეების დამატებითი დანაყოფები გაგზავნეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად