ამერიკამ და ჩინეთმა სავაჭრო გარიგების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დავის მოსაგვარებლად ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს,-ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

“მოლაპარაკებები მკაცრი, გულწრფელი იყო”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ხელმოწერამდე.

“არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩინეთში ვიზიტს ვგეგმავ”,- დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ლიუ ჰემ თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ გაგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ხელშეკრულება “სასარგებლოა ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის”.

ხელშეკრულების პირველი ეტაპზე პეკინი ორ წელიწადში შეერთებული შტატებიდან საქონლის იმპორტს მინიმუმ 200 მილიარდი დოლარით გაზრდის. მედიის ცნობით, ამის სანაცვლოდ შეერთებული შტატები ოდნავ შეამცირებს ტარიფებს და ჩინეთის მიმართ დამატებით ზომებს აღარ მიიღებს.

ადრე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ სავაჭრო გარიგების პირველი ეტაპი ჩინურ საქონელზე ყველა გადასახადის გაუქმებას არ გულისხმობს.

ვაშინგტონმა და პეკინმა დროებითი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დეკემბერში განაცხადეს.

როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, ხელშეკრულების გაფორმებით პეკინსა და ვაშინგტონს შორის ორწლიან სავაჭრო ომს ბოლო მოეღება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად