ჯაბაური გამსახურდიას საქმეზე: კითხვებიც მაქვს და მოლოდინებიც, რომ ახალი დეტალები გაირკვევა

ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ანა ჯაბაურს პროკურატურასთან კითხვები და მოლოდინები აქვს.

მისივე განცხადებით,  პროკურატურაში მისვლას კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად აპირებს და იმედი აქვს, რომ სამი კვირის განმავლობაში, გამოძიებას ახალი დეტალები შეემატება.

ანა ჯაბაურის თქმით, პროკურატურაში მისვლას კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად აპირებს და ამბობს, რომ გამოძიებასთან კითხვებიც და გარკვეული მოლოდინებიც აქვს.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე იმედოვნებს, რომ 3 კვირის განმავლობაში გამოძიებას ახალი დეტალები შეემატება.

“მე და კონსტანტინეც ვიქნებით პროკურატურაში და რა თქმა უნდა კითხვებიც მაქვს და მოლოდინებიც მაქვს, რომ ახალი დეტალები გაირკვევა. გარდა ამისა, 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთი არასაკმარისი სამხილების გამო გათავისუფლებული იყო სასამართლოს დარბაზიდან. მე იმედი მაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 3 კვირა გავიდა, ახალი დეტალები შეემატება გამოძიებას,” – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა.

რაც ეხება, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუღლის განმარტებით, პროგნოზები კეთილსაიმედოა, უბრალოდ, ახლა ცოტნეს ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იყოს.

“ჯერჯერობით საქართველოში გადმოყვანა არ იგეგმება, ისევ ხელოვნური ძილის ფაზაშია” -განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ: ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ საზღვარგარეთ გადაიყვანეს.

მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად