ეუთო-ს გენერალური მდივანი: მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი. იგი თავის Twitter-ზე წერს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევბი აღარ უნდა მოხდეს.

“მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და თითოეული ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს, თავისუფლად გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს”, – წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად