ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე : ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს!

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაციას მოითხოვს.

ამის შესახებ თამილა ლაფანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე სოციალური ქსელით პასუხიბს თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუიანიძეს.

“რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ვამბობთ რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია. დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება! რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და “ბოტების” სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”- წერს თამილა ლაფანაშვილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ასე მიმართა: “… ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები”

შეგახსენებთ,  რუსი ოკუპანტებმა5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად