თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: “… ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები”

ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ოკუოპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, თამილა ლაფანაშვილს და შვილებს გუშინ გაკეთებული განცხადების გამო და სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც”- წერს ერეკლე კუხიანიძე.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა “ტვპირველთან” დაადასტურა, რომ პოსტი მისი დაწერილია და განაცხადა:

“შეზღუდული გვაქვს ჩვენ რესურსი ძალის, რომ მათ ადეკვატური პასუხი გავცეთ. ასეთი ნებიმიერი გამოხტომა, რომელიც დაადანაშაულებს ჩვენ ქვეყანას, სახელწმიფოს იმაში რომ ის რაღაცას არ აკეთებს, შეუძლია გააკეთოს და არ აკეთებს, ეს არის რეალობიდან აცდენა. როდესაც არსებობს სახელმწიფო პოზიცია და ჩვენ ვიცით, რომ რაღაც აუცილებლად მოყვება… ეს შეიძლება მწყემსმა, რომელიც იქ დადის არ იცოდეს, მაგრამ, როდესაც ამ დონის პიროვნებაა, იმან რა თქმა უნდა იცის….

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აგინებთ დედაზე? საკრებულოს დეპუტატი პასუხობს:

“ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ… შეგინება რატოაა… მაინცდამაინც გინებად რატომ წაიკითხეთ…

ისევ ვიმეორებ, ჩემთვის სულ ერთია ვისი ოჯახი იქნება, თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმდებას და ნაბიჯს გადადგამს, ჩემი გამოთქმა იმის მიმართ იქნება მკაცრი და აბსოლუტურად არ გაუწევ ანგარიშს არავის”.

 

ცნობისთვის: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განაცხადრბით: “მას შემდეგ, რაც  ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა: ვიკრიბებით კვირას და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან. რადგან ამდენმა და თბილ ოთახში მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება და ყველა ის ადამიანი,  მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11:00  საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.

ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, კვირას 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად და დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო! ჩვენ, ოჯახი არ ვართ მარტო! დაგვანახეთ ჩვენ ეს ჩვენ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებავ.

და კიდევ, მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ, საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა.

ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ,  ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად