პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსია განიხილება

პარლამენტის  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღეს  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსია განიხილება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი გაითვალისწინა.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავარი ნაწილი სოციალური მიმართულების ხარჯებია.

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ როგორც პედაგოგებს, ისე ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯარისკაცებს.

საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ უჭერს და პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად