ოდესის კოლეჯში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ოდესის კოლეჯის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა,-ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციებისნ სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ადრე, 10 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ამჟამად საავადმყოფოებში, ხანძრის შედეგად დაშავებული 30 ადამიანიდან 9 რჩება.

8 დეკემბერს, შუადღეს, უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა განაცახადა, რომ რვა ადამიანი სავარაუდოდ, კოლეჯის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა და მათი ცხერდების პოვნა ვერ ხერხდება.

ოდესის კოლეჯში ხანძარი 4 დეკემბერს, დილით გაჩნდა. ხანძარი ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა და 4 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად