ვლადიმერ პუტინი: NATO რუსეთთან მიმართებით არასწორად მოქმედებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო რუსეთის წინააღმდეგ არასწორად, რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოქმედებს.

”ვგულისხმობ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პარტნიორობას, რომელიც ალიანსმა უარყო. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ საერთო უსაფრთხოების, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის ინტერესები ჭარბობს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში.

პუტინმა გაიხსენა, რომ რუსეთმა საფრთხეებთან საბრძოლველად ნატო-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ერთობლივ, რეალურ საფრთხეებს შორის საერთაშორისო ტერორიზმი, ადგილობრივი შეიარაღებული კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელების საშიშროება დაასახელა.

”ჩვენ არაერთხელ გადავდგით ნაბიჯები ალიანსისკენ, შევეცადეთ კონსტრუქციული დღის წესრიგი შეგვეთავაზებინა, რამდენიმე ერთობლივი ღონისძიებაც ჩატარდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა ფაქტობრივად შემცირდა,” – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი ნატო-სთან თანამშრომლობისთვის ჯერ კიდევ მზად არის. მან აღნიშნა, რომ იგი ალიანსთან დიალოგში საერთო უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას ეყრდნობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად