თალაკვაძე: ჩვენც გულდაწყვეტილი ვართ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის გადასვლა ვერ მოხდა

მზად ვართ, ოპოზიციას ნებისმიერი დრო მივცეთ პროტესტის გასაგრძელებლად, კანონმდებლობის ფაგლებში. ამით კონკრეტული შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური ფორმატებში არის შესაძლებელი და ეს საერთაშორისო საზოგადოებამ დღესაც დაადასტურა თავის რეკომენდაციებში. ასე რომ, მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მზად ვართ, სადაც ალბათ უკვე სხვა საკითხებს განვიხილავთ“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების  შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ  მმართველი გუნდი დისკუსიების გაგრძელებისთვის ისევ მზად არის.

მისივე განცხადებით,  ეს ფორმატი არ იყო აქტივისტებისთვის, ეს იყო ფორმატი, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთი წლის წინ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების თარიღი ამჯერად 2024 წლიდან 2020 წლამდე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში იღებს საქართველო პარლამენტი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ჩვენც გულდაწყვეტილი ვართ, რომ ეს გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა.

მისი თქმით, თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა და არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას ასრულებს .

„ჩვენ რასაც ვგეგმავთ, ეს არის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ. გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. თუ რა გაუმჯობესების შესაძლებლობა არის უკვე საკანონმდებლო დონეზე, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, ჩვენ კიდევ დავხარჯოთ დრო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად