6063 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ისრაელში მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განვლილი 24 სათის კორონასტატისტიკა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, ისრაელში 6063 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 2029-ით მეტი, ვიდრე 15 სექტემბერს და 1299-ით მეტი 14 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე.

სულ, ისრაელში 21 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით დაინფიცირების 170 465 შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსით 18 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ისრაელში 20 მარტიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 1 165 კაცი.

ისრაელი კოვიდინფიცირებულთა სიმრავლით გამორჩეული ქვეყნების ჩამონათვალში მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. მილიონ მოსახლეზე აქ 18 534 კოვიდინფიცირებულია. უფრო მეტი მხოლოდ აშშ-ში და 3 არაბულ (კატარი, ბაჰრეინი, კუვეიტი) და 4 ლათინური ამერიკის (პანამა, ჩილე, პერუ, ბრაზილია) ქვეყანაშია.

უაღრესად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ისრაელის ხელისუფლებამ პარასკევიდან, 18 სექტემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამეტაპიანი შეზღუდვების დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

პირველ ეტაპზე, რომელიც 18 სექტემბრიდან, სავარაუდოდ, 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მოსახლეობას სახლებიდან არაუმეტეს 500 მეტრის რადიუსში შეეძლებათ გადაადგილება. არ იმუშავებენ წარმოებები, შეწყდება სწავლა. არ შეიზღუდება მხოლოდ აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების მუშაობა.

გუშინ, საღამოს, ისრაელის იუსტიციის სამინისტროს და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და პოლიცია იზოლირების შესახებ განკარგულების მოქმედების პერიოდში პროტესტების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ მიმდინარე ყოველკვირეული დემონსტრაციების შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ მსჯელობდნენ. ჯერჯერობით გაუკვეველია რამდენი პროტესტანტის შეკრება იქნება დაშვებული და შეძლებენ თუ არა ისრაელელები სახლიდან 500 მეტრის დაშორებით დემონსტრაციების ჩატარებას.

ჩვენ გვიჭირს ავხსნათ, რატომაა დაშვებული დემონსტრაციები და აკრძალულია სხვა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ, სულ მცირე, დისტანცირების წესები უნდა იქნეს დაცული შორის დისტანცირება უნდა იქნეს დაცული, – პოლიციის უფროსი ოფიცერი.

საერთონაციონალური იზოლაციის შესახებ განკარგულების ძალაში შევლის წინ გამოსვლისას ისრალის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა კორონაპანდემიის პირობებში მმართველობის ნაკლოვანებების გამო გამოთქვა წუხილი.

მე მესმის, რომ მრავალი ადამიანია დაბნეული, რწმენადაკარგული და შეშფოთებული. მესმის და, პირველ ყოვლისა, ამისათვის ბოდიშის მოხდა მსურს, – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.

ჩვენ, როგორც ლიდერებმა არასაკმარისი გავაკეთეთ თქვენი პატივისცემის დამსახურებისთვის. თქვენ მოგვენდეთ ჩვენ და ჩვენ თქვენ იმედი გაგიცრუეთ, – აღნიშნა რუვენ რივლინმა.

მომზადებულია haaretz. com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად