მაკო გომური: ჩემი ვალი იყო მოვსულიყავი და ახლა მე დავდგომოდი გვერდით მათ, ვინც 5 თვე გვერდში გვერდში მედგა

20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული მაკო გომური დღევანდელ აქციას შეუერთდა. როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, აქციები გაგრძელდება თუ ის ერთადერთი პირობაც არ შესრულდება, რომლის შესრულებასაც ხელისუფლება შეჰპირდა აქციის მონაწილეებს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

“ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო მოვსულიყავი აქ და გამომეხატა ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. დავდგომოდი გვერდით იმ ადამიანებს, ვინც მთელი 5 თვის განმავლობაში მე მედგნენ გვერდით.

სამთვიანი ბრძოლის შედეგად, როდესაც სახელმწიფომ სამი მოთხოვნიდან მოგვცა პირობა, რომ ერთი შესრულდებოდა, ეს იყო პროპორციული არჩევნები და დღეს დგას საშიშროება, რომ ეს შეიძლება ჩავარდეს, რაც შეურაცხყოფაა ხალხის და მათი რეპუტაციის, რადგან ეს პირობაც, რომ არ შესრულდეს, მაშინ საერთოდ რა აზრი ჰქონდა მათ ასეთ დაპირებას თუ საერთოდ არ შეასრულებდნენ.

ვფიქრობ, რომ თუ ეს ერთადერთი პირობაც არ შესრულდება, ისევ დაიწყება აქციები და მათთვის უკეთესი იქნება დათანხმდენენ და აუცილებლად მიიყვანონ ბოლომდე”, – განაცხადა მაკო გომურმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, რამდენიმე დეპუტატმა ღიად გამოხატა პოზიცია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად