წყნარი ოკეანის აკვატორიაში, ვანუატუდან ჩრდილოეთით, 461 კილომეტრში, ქალაქ პორტ ვილაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ეპიცენტრი სოფელ სოლას ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 37 კილომეტრში, კუნძულ ვანუა ლავასთან, ვანუატუში იყო.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების ინტენსივობის მიხედვით, მიწისძვრა “დამანგრეველი” იყო. ჯერჯერობით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.