ბოლივიის დედაქალაქში პრეზიდენტისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

ბოლივიის ფაქტობრივ დედაქალაქ ლა პასში 6 ნოემბერს, ღამით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ ევო მორალესის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა,-ინფორმაციას გამოცემა El Deber-ი ავრცელებს. არეულობის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ცნობით, მათ აფეთქებების ხმა გაიგეს. პრეზიდენტის მომხრეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა ერთმანეთს ჯოხები ურტყეს და ქვები ესროლეს.

პოლიციას დღის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა შრომის სამინისტროში შეჭრა სცადეს. ისინი მორალესის გადადგომას მოითხოვენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერს, ლუის ფერნანდო კამაჩოს აეროპორტის დატოვების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციამ მორალესის გადაყენების მოთხოვნით აქციები 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 47% -ზე მეტი მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ, სამოქალაქო საზოგადოების პარტიის კანდიდატმა, კარლოს მესამ, 36,51% მოიპოვა. ოპოზიციამ საარჩევნო სასამართლო ხელისუფლების სასარგებლოდ თაღლითობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად