Anadolu: ამერიკამ ნავთობის საბადოების მიდამოში ორი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

ამერიკამ სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორში ნავთობის საბადოების მიდამოში ორი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იტყობინება.

ადგილობრივი წყაროების თანახმად, ერთი ბაზა 113-ე ბრიგადის ადგილზე შენდება, მეორე – ას-სურის რაიონში.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამუშაოებში დიდი რაოდენობით სამშენებლო ტექნიკაა ჩართული. გარდა ამისა, როგორც სააგენტო იხსენებს, ადრე შეერთებულმა შტატებმა სირიიდან 250-300 ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, მძიმე შეიარაღება და სხვა საბრძოლო მასალები გადაისროლა.

ოქტომბერში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის მიერ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონიდან დაახლოებით 1 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა ბრძანა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დეირ ეზ-ზორის რეგიონში მცირე სამხედრო კონტინგენტს დატოვებს. მიზეზად ნავთობის საბადოებზე შესაძლო წვდომის მოპოვება დასახელდა.

თავის მხრივ, პენტაგონის უფროსმა მარკ ესპერმა დაადასტურა, რომ ამერიკის არმია დეირ ეზ-ზორში, ნავთობის საბადოების დასაცავად თავის პოზიციას აძლიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად