600-ზე მეტი ექიმი ტრამპს წერილით მიმართავს, რომ გააუქმოს COVID19-ის გამო დაწესებული შათდაუნი

600-ზე მეტმა ექიმმა ხელი მოაწერა პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც მას მოუწოდებენ, რომ დასრულდეს “ეროვნული შათდაუნი”, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაწესდა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

წერილში საუბარია სხვადასხვა შედეგების შესახებ, რაც ექიმებმა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შათდაუნის შედეგად დაინახეს, მათ შორის პაციენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ რუტინული შემოწმებები, რადგან მათ შესაძლოა აღმოაჩნდეთ ისეთი დაავადებები, როგორიც არის გულის პრობლემები, ან კიბო. ასევე იზრდება მავნე ნივთიერებებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მაჩვენებელი, ასევე იზრდება ფინანსური არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს “სიღატაკე და ფინანსური გაურკვევლობა,” რომელიც “მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობასთან”.

წერილში საუბარია სხვადასხვა შედეგების შესახებ, რომლებიც ექიმებმა დაინახეს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული შათდაუნის შედეგად, მათ შორის პაციენტებმა, რომლებსაც სჭირდებათ რუტინული შემოწმებები, ვინაიდან მათ შესაძლოა აღმოაჩნდეთ ისეთი დაავადებები, როგორიც არის გულის პრობლემები ან კიბო. აგრეთვე, მათი თქმით, გაზრდილია მავნე ნივთიერებებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მაჩვენებელი, ასევე იზრდება ფინანსური არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს “სიღატაკე და ფინანსური გაურკვევლობა, “რომელიც მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელობის გაუარესებასთან.”

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც, როგორც ჩანს, არ არის გათვალისწინებული ჩვენი პაციენტების მომავალი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის,” – აცხადებენ ექიმები თავიანთ წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად