6 წლის ბრიჯერ ვალკერმა 4 წლის და ძაღლისგან გადაარჩინა, თუმცა თავად 90-ზე მეტი ნაკერი დაადეს

ბრიჯერ ვოლკერი, 6 წლის მამაცი ბიჭუნა მიჭუნაა, რომელმაც პოპულარობა სოციალურ მედიაში მას მერე მოიპოვა, რაც იგი მსახიობმა ენ ჰეთევუეიმ სწორედ ამ ქმედების გამო შეაქო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

9 ივლისს, იგი თავგამოდებით იცავდა ტავის 4 წლის დას 1 წლის გერმანული ნაგაზისგან, თუმცა ბიჭუნა ძაღლმა არ დაინდო და ბრიჯერი ბრუტალურად დაკბინა.

“სამწუხაროდ, გაქცევის ნაცვლად, ძაღლი ბიჭუნას დაესხა თავს და მას ლოყაში ჩაავლო”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიჯერს ორსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მას 90-ზე მეტი ნაკერი დაადეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციის შემდეგ, როდესაც ბიჭუნას მამამ ჰკითხა, თუ რატომ ჩახტა დასა და ძაღლს შორის, ბიჭუნამ უპასუხა “იმ მომენტში ვიფიქრე, რომ თუკი ვინმე მაშინ უნდა მომკვდარიყო, აჯობებდა, რომ ეს მე ვყოფილიყავი.”

შემდეგ ბიჭუნას დეიდამ მას ინსტაგრამის გვერდი გაუკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი “შურისმაძიებლების” ფანია. სწორედ ამან მიიპყრო ენ ჰეთეუეის ყურადღება.

“მე შურისმაძიებელი არ ვარ, მაგრამ შემიძლია ამოვიცნო სუპერ გმირი”, – ასეთი კომენტარი დაწერა მსახიობმა ბრიჯერისა და მისი დის ფოტოზე.

შემდეგ მან ფოტოს ქვეშ მსახიობი მარკ რუფალო მონიშნა, რომელიც ფილმ “შურისმაძიებლების” ერთ-ერთ გმირს განასახიერებს. “მხოლოდ იმის იმედი შემიძლია მქონდეს, რომ ცემს ცხოვრებაში იმ გამბედაობის ნახევარს მაინც გამოვიჩენ, რაც შენ გამოიჩინე, ბრიჯერ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. ჰეი, მარკ რუფალო, ნახე შენი გუნდის წევრი???” – წერს ჰეთევუეი.

ოჯახის წევრების თქმით, ამის შემდეგ ბიჭუნას სხვა მსახიობებიც დაუკავშირდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად