6 წლის ბავშვზე გაყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვზე გაყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს.

მამაკაცი არასრულწყოვანის პაპის ძმაა, პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა, ხოლო სასამართლომ კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვინაიდან 9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა და პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლიდა, 58 წლის კაცი გაათავისუფლეს, სასამართლო სხდომები დისტანციურად მიმდინარეობს.

გაყვნილი ქმედების გამო დაკავებული კაცის გათავისუფლებას აპროტესტეს ბავშვის ოჯახი და დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად