6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა

ტურისტულმა ვიზიტებმა 6 თვეში ორნიშნა ზრდა შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018
წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%. 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო
მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%. რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე- ზრდა +18%.

ივნისში საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა-ზრდა +20.2%.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა.

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მაისი მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ
დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...