6 ოქრო – ქართველი ძიუდოისტების საოცარი ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული 14 ოქროს მედლიდან 6 ქართველებმა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა აგრეთვე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, გაიმეორა შარშანდელი მიღწევა მოპოვებული მედლების მხრივ, თუმცა… წელს ოქროს მედლები ორჯერ მეტია მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრებს 7-დან 5 წონით კატეგორიაში ჰყავდა მონაწილეები და მათ ხუთივე წონაში მოიპოვეს ოქროს მედლები!

ფინეთიდან ოქროს მედლებით ბრუნდებიან:

ეთერ ლიპარტელიანი
გიორგი თუთაშვილი
ტატო გრიგალაშვილი
ლაშა ბექაური
ილია სულამანიძე
გელა ზაალიშვილი

ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმა

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:

მარიამ ჭანტურია
მიხეილ ბექაური

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად