6 მარტს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, ეთა-ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს მომავალ მსმენელებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა და რექტორის მოადგილემ, ერეკლე ჩიგოგიძემ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. მათ მომავალ სტუდენტებს სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაცწარუდგინეს. საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

6 მარტს 14:00 საათზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ საბაკალავრო სასწავლო პროგრამებს და ადგილზე დაათვალიერონ აკადემიის ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად