6 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ოკუპირებულ აფხაზეთში 120 კოვიდინფიცირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 82 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1-ი მეტი, ვიდრე წინა დღეს.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 120 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 37 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.
 
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში კორონვირუსის დიაგნოზით 40 კაცი მკურნალობს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად