6 ხმით ერთის წინაღმდეგ – სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალები “რუსთავი 2” -ის საქმეზე

“რუსთავი 2” -ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და გადაწყვეტილება განმარტა.

“სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების  მიზანშეწონილობა და ის მოხსნილია. დაუშვებლად სცნო სრულად “რუსთავი 2”-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო, როგორც  დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და “ტვ საქართველოს” საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამიშვილების და “ტვ საქართველოს” სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და “ტვ საქართველოს” სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია.

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს, ურთმელიძესა და თოდუას. ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციით 18 მუხლის ჭრილში. გადაწყვეტილებას ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან. რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სამართლიანი სასამართლოს მისცა წინააღმდეგ ხმა “,-განაცხადა წულუკიანმა.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

4 წლის წინ, 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.

ეს ორი მოთხოვნა იყო – ხელშეკრულებების ბათილობა შპს “გეოტრანსთნ” და შპს “საქცემენტთან” და ამის შედეგად კი მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და წილების ნაწილში, 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღინიშნოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% -ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს “პანორამა”.

შედეგად, სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა მოსარჩელე  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს,  სადაც მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

„რუსთავი 2“-მა აღნიშნული გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც  მოსამართლე თამაზ ურთმელიძისმიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა. თუმცა, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სააპელაციოს გადაწვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვდა უზენაესს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც არ დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და საბოლოო გადაწყეტილებითტელეკომპანია„რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და “პანორამას” მიაკუთვნა.

უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებას არ დაეთანხმა  ტელეკომპანია.

„რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „საქართველომ“, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა სარჩელით ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად