6 ივლისიდან ტრენინგების და კონფერენციების ჩატარება, ასევე საგამოფენო ღონისძიებები იქნება დაშვებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ორშაბათიდან საგამოფენო საქმიანობა, სასტუმროებში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება იქნება დაშვებული.

“დღეს ვიმსჯელეთ, გეგმაზომიერად კიდევ არი დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც ვრცელდება შეზღუდვები და ორშაბათიდან გარკვეული რაოდენობა იქნება დაშვებული
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების, სხვადასხვა ორგანიზაციების ეგიდით მოთხოვნა იყო ტრენინგების, კონფერენციების, სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების ჩატარების. ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. ეს მოხდება წესების დაცვით. ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ, არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამები, მეორე მხრივ, დავეხმაროთ სასტუმროებს, რომ მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც არის მნიშვნელოვანი, მოხდება წესების დაცვით.

გვრჩება კიდევ გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობები ჯერჯერობით შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემაა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, ეს არის აუზები, შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ ამ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლის დაცვით. ამ ეტაპზე, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად